четверг, 17 июня 2010 г.

მოგზაურობა კახეთში

1. პროექტის სახელი : მოგზაურობა კახეთში

2.პროექტის მოკლე აღწერა : მოგზაურობა ყველაზე კარგი საშუალებაა უცხო ადგილების შესასწავლად.გადავწყვიტეთ ერთად გვემოგზაურა ჩვენთვის საინტერესო ადგილებში და თავად მოგვენახულებინა და შეგვესწავლა სხვადასხვა ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რაც მთავარია შევეჩვევით დამოუკიდებლად ცხოვრებას ჩვენთვის უჩვეულო პირობებში, მივეჩვევით ცხოვრების ჯანსაღ წესს, გავიცნობთ ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი კუთხის (კახეთის) ცხოვრებას.

3.პროექტის სრული აღწერა : ჩვენი ამოცანაა ორგანიზება გავუწიოთ და განვახორციელოთ მოგზაურობა კახეთში კონკრეტული ადგილების (ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, ალავერდი, გრემი, ნეკრესი, წინანდალი (ბაღი), თელავი (ერეკლე II–ის სახლ–მუზეუმი), სიღნაღი),მათი ბუნების,ყოფის და ისტორიული ძეგლების მონახულება და შესწავლა.
მოგზაურობამდე მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობისა და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე).შეიქმნება 4 ჯგუფი: ისტორიულ–ეთნოგრაფიული, გეოგრაფიულ–მხარეთმცოდნეობითი, ფოტოგადამღები, ლიტერატურული.თითოეულ ჯგუფს დავალებული აქვს წინასწარ მოიძიონ ინფორმაციები და დაამუშაონ. ვიმოგზაურებთ სამარშუტო ტაქსით და (ძირითადად) ფეხით. დავათვალიერებთ ბუნებას, სოფლებს და ისტორიულ ძეგლებს. ღამეს გავათევთ კარვებში. მოგზაურობის დროს გავესაუბრებით ადგილობრივ მოსახლეობას და შევაგროვებთ ცნობებს მხარის ისტორიის, ეთნოგრაფიის და ყოფა–ცხოვრების შესახებ, გადავიღეგთ ფოტოებს, ბოლოს დავამუშავებთ მოგზაურობისას შეგროვებულ მასალას და გავაცნობთ ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს.
მოვაწყობთ შეხვედრებს ამ კუთხის მკვლევარ მეცნიერებთან.

4. მონაწილეთა ასაკი :15 წ


5. ვადები: ერთი თვე (10 მაისი–10 ივნისი)


6. შესაძლო აქტივობები კლასში:დაყოფა ჯგუფებად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ უკვე შეგროვილი და დამუშავებული მასალის გამზადება პრეზენტაციისა და გამოფენისათვის.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოგზაურობის შედეგების გაცნობა სკოლისათვის (ფოტოგამოფენის მოწყობა,შეგროვილი მასალის პრეზენტაცია)

8. სარგებელი სხვებისთვის :სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები გაეცნობიან ჩვენი მოგზაურობის შედეგებს, დაათვალიერებენ ფოტოგამოფენას, მოისმენენ მოსწავლეების მიერ მომზადებულ მასალების პრეზენტაციებს (კახეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების, ეთნოგრაფიის, ლიტერატურის....)შესახებ.

9. სამუშაო ენა :ქართული


10.კავშირი ეროვნულ გეგმასთან

საქართველოს რომელიმე მხარის ყოფა–ცხოვრების, წეს–ჩვეულებების შესწავლა.საქართველოს კუთხეების გეოგრაფიული რუკის შესწავლა და ანალიზი. ისტორიული მხარეების კონტურულ რუკაზე დატანა.
რამდენიმე საგნის ინტეგრირება:ისტორია, გეოგრაფია, ქართული.


11. პროექტის ფასილიტატორი :ლია მუსერიძე

12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: lia.museridze@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.liamuseridze.blogspot.com/